ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენი გადასცა.
,,ეს დიდი პატივია. მე ვიღებ მას ევროკავშირის ყველა მოქალაქის სახელით და როგორც ჩვენი ძლიერი კავშირის სიმბოლო”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი ,,ტვიტერ”-ზე.
შეგახსენებთ, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ომის დაწყების შემდეგ, ეს მისი რიგით მესამე ვიზიტია.