შს მინისტრის მტკიცებით, ის ვლადიკავკაზში არ გადასულა და ვერც ვერანაირი ვიდეომტკიცებულება დაიდება

პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით შს მინისტრი ვახტანგ გომელაური კომენტარს აკეთებს. მინისტრი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ვლადიკავკაზში არ გადასულა. მინისტრი მტკიცებულებების გამოქვეყნებას გამორიცხავს.

„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ალბათ, 5-6 ვიზიტი მაქვს. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ოფიციალურ შეხვედრებზე ჩავდიოდით და ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება მტკიცებულებების შესაძლო გამოქვეყნებას, მინისტრი პასუხი შემდეგია: „მტკიცებულებები ვერ გავრცელდება, იმიტომ, რომ არ მომხდარა ასეთი რამ. 100 წლის თავი იყო, როდესაც მინსკში ჩასული იყო ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, რუსებიც, ფრანგებიც, გერმანელებიც. ზოგი პირველი პირი იყო, ზოგი მეორე. შეხვედრა პირისპირ არასდროს არ მქონია და ვიდეომასალაც ვერასდროს დაიდება. იქ იყვნენ „ეფ-ეს-ბე“-ს ხელმძღვანელობაც ჩამოსული და მიულოცეს ბელარუსის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სქემაზე ისაუბრა, რომლითაც მისი მტკიცებით, ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება. მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ის ვლადიკავკაზში „ეფ-ეს-ბე-ს“ საიდუმლო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც „ეფ-ეს-ბე-ს“ გენერალ სედოვს შეხვდა. გოგაშვილი სპეცსამსახურებთან ვახტანგ გომელაურის კავშირებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაფრის მტკიცებულება არსებობს.

 

მსგავსი თემები