სამართალდამცველებმა კახა კუკავა დააკავეს

ლოტკინზე, სადაც დილიდან ხმაური და დაპირიპირებაა, სამართალდამცველებმა კახა კუკავა დააკავეს. კუკავას განცხადებით, მისი დაკავება პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის მინისტრის პირადი დავალებაა.

,,ეს არის პირადად ღარიბაშვილის და ბრეგაძის დავალება, თუ გგონიათ ამათი ბორკილების მეშინია, ამ ბორკილებს დაგადებთ ღარიბაშვილო და ბრეგაძე,”- განაცხადა კუკავამ.

ცნობისთვის, ლოტკინის დასახლებაში ერთი-ერთი ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს. მიზეზი, ოჯახის მიერ კერძო მევახშისგან აღებული 25 000 აშშ დოლარია. ადგილზე მოსახლეობაა შეკრებილი.

მსგავსი თემები