აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებების შედეგად 71 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. უწყება დაღუპულთა სიასაც აქვეყნებს.
ცნობისთვის, 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან შეტაკებები მოხდა. 14 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრამა ნიკოლ ფაშინიანი 105 ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურა, თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.
მხარეები კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.