კიევის მხრიდან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებას რუსეთის ფედერაციაშიც აკეთებენ და აცხადებენ რომ ეს პროვოკაციაა. საუბარია კიევის ერთგვარ მოწოდებაზე, რომ საქართველომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გათავისუფლებაზე უნდა იფიქროს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.
მისი შეფასებით, მსგავსი მოწოდებები არის პროვოკაცია. ის, რომ კიევი საქართველოსგან „მეორე ფრონტის“ გახსნას ელოდება, განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.