,,ჩემი მხრიდან დასაქმებაზე 0 შეთავაზება იყო, მისი მხრიდან არაერთი თხოვნა” – ირაკლი კობახიძე გოგაშვილზე

,,ჩვენი მხრიდან, ჩემი მხრიდან პირადად იყო 0 შეთავაზება და მისი მხრიდან იყო არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემ მიმართ იყო არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ სოსო გოგაშვილზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას აბსურდულს უწოდებს.

,,როგორ შეიძლება პარტიის ოფისში ბექა მამარდაშვილს მოჰქონდეს კრებსები და მე არ ვიცნობდე ამ კაცს, მარტივად არის ეს ყველაფერი, სრული აბსურდია. ადამიანს არ ვიცნობ, სახეზე არ ვიცი, შეიძლება საინტერესო ადამიანია, მაგრამ მე არ ვიცნობ, აქედან გამომდინარე ცხადია, თუ რამდენად აბსურდულია ასეთი განცხადებები. ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება შეთავაზებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს 5 წლის წინ ორჯერ ვიყავი სახლში ასული, 5 წლის წინ მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და გოგაშვილი იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, ამ დროს რა შეთავაზება უნდა გამეკეთებინა დასაქმებასთან ან ფულთან დაკავშირებით, მე არ ვიცი, სრული აბსურდია, თვითონ იხლართებიან საკუთარ აბსურდში.

რაც შეეხება სახლში ჩემ მისვლას, ერთადერთი შემთხვევა იყო მთელი ამ წლების მანძილზე, როდესაც ვახშამზე დამპატიჟა და ვიყავი მისული, მათ შორის ხათრითაც და ადამიანურად ძალიან მძიმეა როდესაც მერე ამას რაღაცისთვის იყენებ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ივანიშვილმა ამ ბინძურ საქმეში ჩაგვრთო და გაგვსვარა ყველა პრემიერიდან დაწყებული რიგითი ოტოშნიკით დამთავრებული”- სოსო გოგაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები