შს მინისტრის განცხადებით, გომელაუირი თანამდებობას ითხოვდა

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისა და მისი ოჯახის ბრალდებებს შს მინისტრი პასუხობს. როგორც ვახტანგ გომელაური აცხადებს, სოსო გოგაშვილი, პარტია „ქარული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ თანამდებობას ითხოვდა.

„იყო კი, დადიოდა, როცა პარტიიდან წამოვიდა, რატომ წამოვიდა არ მინდა ჯერ ვისაუბრო, ალბათ, იტყვის რაღაცას და პასუხს გავცემ, რატომაც წამოვიდა უსაფრთხოების სამსახურიდან, პარტიიდანაც რატომ გამოუშვეს. მოდიოდა გვთხოვდა, იქნებ რაღაც გაგვიკეთოთო, ვერაფერს გაგიკეთებთ – მეთქი“, – აღნიშნავს გომელაური.

შეგახსენებთ, რომ გოგაშვილების ოჯახის განცხადებით, სოსო გოგაშვილის გასაჩუმებლად, მას, 20 000 ლარიანი ხელფასი და საქართველოს რკინიგზში მაღალი პოზიცია შესთავაზეს.

 

მსგავსი თემები