გოგაშვილის ცოლის განცხადებით, ირაკლი კობახიძე სოსო გოგაშვილს გაჩუმების სანაცვლოდ რკინიგზაში დასაქმებას სთავაზობდა

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლის, თეა მარტოფიშვილის განცხადებით,  დაახლოებით 1 წლის წინ,  მათთან სახლში ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მივიდა და გაჩუმების სანაცვლოდ “საქართველოს რკინიგზაში”, ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმება შესთავაზა.

მისი თქმით,  სოსო გოგაშვილმა პირდაპირ უთხრა ირაკლი კობახიძეს, რომ “არ გაიყიდებოდა და “ქართული ოცნების” მხილებას გააგრძელებდა.

,,ირაკლი კობახიძე ჩვენს ოჯახში ერთი წლის წინ მოვიდა, როცა მათ თურმე საქმე უკვე აღძრული ჰქონიათ. იგი ჩვენთან შავი ფერის ავტომობილით – “შკოდათი” მოვიდა. სოსომ მკაცრი ტონით უთხრა ირაკლი კობახიძეს – “ირაკლი გაიგე, სოსო გოგაშვილი არ იყიდება”.

როცა ჩემს მეუღლეს ვკითხე, რა მოხდათქო, სოსომ მითხრა – მე რკინიგზაში უფროსის თანამდებობაზე უნდა წავსულიყავი, გაჩუმების სანაცვლოდ, მექნებოდა 20 000 ლარი ხელფასი და ვიქნებოდი მშვიდად”- განაცხადა თეა მარტოფიშვილმა.

მსგავსი თემები