ნიდერლანდების ელჩი უკრაინაში მყოფ ნიდერლანდელებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინაში ნიდერლანდების ელჩმა, იენეს დე მოლმა  განაცხადა, რომ ნიდერლანდების მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად უკრაინაში იმყოფებიან, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. ელჩის განცხადებით, საუბარია არა ევაკუაციაზე, არამედ თავისუფალ არჩევანზე ქვეყნის დატოვების შესახებ უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე. მისი თქმით, ქალაქ ლვოვში ნიდერლანდების მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების ცენტრი შეიქმნება, სადაც ისინი დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიღებას შეძლებენ. ანალოგიური რამ ჯო ბაიდენმაც გააკეთა. მან აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.

მეტი...

“უკვე ძალიან ბევრი რეინფიცირების შემთხვევა დაფიქსრიდა”, – მაკა ბულეიშვილი

ჯანდაცვის ექსპერტმა, თერაპევტმა მაკა ბულეიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში რეინფიცირების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. “ჯერჯერობით, რასაც ვაკვირდებით, “ომიკრონი” გარკვეულ სიმპტომებს ტოვებს. ეს არის ზოგადი საერთო სისუსტე. ახალგაზრდა პოპულაციაში განსაკუთრებით გამოხატულია აღგზნებადობა და უძილობა”, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 968 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

“უკრაინა მზადაა, ჯერი უკვე რუსეთზეა”, – ნორვეგიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი

ნორვეგიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, ნილს ანდრეას სტენსონესმა განაცხადა, რომ ოპერატიული თვალსაზრისით, უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციების ფართო სპექტრისთვის ყველაფერი მზად არის. “რუსებს ყველაფერი აქვთ, რაც მათ სამხედრო ოპერაციების ფართო სპექტრის განსახორციელებლად ესაჭიროებათ, რაც მოიცავს მცირე შეჭრას აღმოსავლეთში, მცირე თავდასხმებს მთელ უკრაინაში და სრულ შეჭრას მთლიანად უკრაინის ან ქვეყნის გარკვეული ნაწილის ოკუპაციით. ახლა ჯერი რუსეთზეა, გადაწყვეტს, თუ არა პუტინი შეჭრას”, – აღნიშნა ნორვეგიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, 150 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ახლა უკრაინის საზღვრებთან არის კონცენტრირებული. “იმის განსაზღვრა შიჭრება, თუ არა რუსეთი უკრაინაში ძალიან რთულია, რადგან ეს პირადად პრეზდინტ პუტინის…

მეტი...

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა”, – ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა სუმია სვამინათანმა განაცხადა, რომ პანდემია მსოფლიოში ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა კოვიდ-19 ვირუსის ახალი შტამები გამოჩნდეს. “ვირუსი ჩვენთავლწინ ვითარდება და განიცდის მუტაციას. ამიტომ ვიცით, რომ იქნება უფრო მეტი შტამი და ისინი უფრო შეგვაშფოთებენ. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით პანდემია არ დასრულებულა”, – განაცხადა სვამინათმა, სამხრეთ აფრიკაში.

მეტი...

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში, ნარკოტიკების რეალიზაციისთვის ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მისაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებასა და შეძენისა-შენახვის ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო და 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2021 წლის 10 ივლისს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარკვეული პირების მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება განხორციელდა. „აღნიშნულიდან გამომდინარე 17 ივლისს, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სოფელ ფონიჭალაში ბრალდებულის სახით ფ.ა. დააკავეს. პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი- 2 გრ.…

მეტი...

„სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს… წარსული წყენის დავიწყებას და უკან მოტოვება“ – მიხეილ სააკაშვილის გზავნილი

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ ე.წ. ეროვნული თანხმობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მთავარია სამი პრინციპი. როგორც ბრალდებული პრეზიდენტი წერს,  დასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს. „მე თავიდანვე მხარი დავუჭირე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნულ თანხმობაზე და ახლაც მომწონს ზოგადი იდეა. რა თქმა უნდა, საეჭვოა, რომ პროცესმა ვერ მიგვიყვანა წარსულის ერთნაირ შეფასებებზე. ასეთი ერთნაირი შეფასება მსოფლიოს უმეტეს ნაწილებში არ არსებობს და იქ რაღაცნაირად ცხოვრობს ხალხი და პოულობს საერთო ენას. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჩვენი “9 წელი” ძალიან უარყოფითი იყო. გამოკითხვებში ჩვენი ხალხის 70%-ს იმ წლებთან დადებითი ასოციაციები აკავშირებს. ამიტომ…

მეტი...

„მინდა ვუთხრა ბორიას, შენი ფალავანი პუტინი უკან იხევს“ – მიხეილ სააკაშილის გზავნილი

უკრაინის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. მისი შეფასებით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უტყუარად დაადგინა, რომ მის მიმართ განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა. „უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად უტყუარად დაადგინა, რომ ჩემს მიმართ განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა და სისხლის სამართლის ამ საქმეში ოფიციალურად მაღიარა დაზარალებულად. ამას უნდა მოჰყვეს ამ საქმეში ბრალდებულების დადგენა და მათი საერთაშორისო ძებნაზე დასმა, რაც ნიშნავს, რომ თუ ისინი უკრაინაში აღმოჩნდებიან, მათ დააკავებენ ან სხვა… გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ივანიშვილმა კიდევ უფრო დაამძიმოს ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ მინდა ვუთხრა ბორიას, შენი ფალავანი…

მეტი...

თბილისის მერია უკანონო მშენებლობების დანგრევას გეგმავს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადება აღმოჩენილ უკანონო ნაგებობებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს და აანონსებს, რომ რამდენიმე შონობის დემონტაჟი კიდევ მოხდება. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ იყო განთავსებული. „კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევათა ინდენტიფიცირების მიზნით, მოკვლევა ჩაატარა და ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ოთხ მისამართზე მშენებლობის მწარმოებლები  გააფრთხილა, რათა მათ უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ პროცესს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ამ ეტაპზე, ქალაქის სხვადასხვა რაიონში…

მეტი...

ბანკის შერჩევა, რომელიც პენსიონერებს ახალ პირობებს შესთავაზებს, 1 თვეში მოხდება

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს საპენსიო გასაცემლებზე.  ეს არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება“ – აცხადებს ეკონომიკის ახალი მინისტრი ლევან დავითაშვილი. მისი შეფასებით, ბანკის შერჩევა ერთი თვის განმავლობაში მოხდება. „კომისიამ უწყვეტ რეჟიმში იმუშავა რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც შეჯერდა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც, ბანკის შერჩევა მოხდება უკვე 1 თვის განმავლობაში, რომელიც ახალი პირობებით მოახდენს პენსიების გაცემას და ამავე დროს საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას“ – აღნიშნა მინისტრმა. ვიცე-პრემიერის თქმით, მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ გაუმჯობესდეს.…

მეტი...

„ჩემი მზის სხივი გაქრა“ – სანდრა რულოვსს დედა გარდაეცვალა

საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს დედა გარდაეცვალა. „დედიკო გუშინ საღამოს მშვიდად და წყნარად, ქმარ-შვილის თანდასწრებით, წავიდა ამ ქვეყნიდან. ჩემი მზის სხივი გაქრა, ჩემი საუკეთესო მაგალითი. არც ვიცი, როგორ ვიყო, მე ხომ არც ერთი დღე არ მიცხოვრია მის გარეშე ამ დედამიწაზე“ – წერს სანდრა სოციალურ ქსელში.    

მეტი...

საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს

პენსიონერებისთვის არსებული პრობლემა, რომელიც საპენსიო სესხს ეხება, შესაძლოა შემცირდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია სამუშაო ჯგუფის შეფასება. “დაახლოებით 15 მილიონით შეეხიდება სახელმწიფო პენსიების დარიგებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს. ასევე, ზედა ზღვარი შემცირდა, რაც იყო ჩვენი გუნდის სურვილი და მათ შორის, ოპოზიციაც ამისთვის იღვწოდა. მოითხოვდნენ, რომ პროცენტი დაწეულიყო და არა პოპულისტური, არამედ ადეკვატური ყოფილიყო. პროცენტი დაახლოებით, 26 პროცენტის ფარგლებშია”- ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ზარქუამ გააკეთა. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს. ირაკლი ზარქუას განცხადებით, პენსიონერებისთის ამოქმედდება ცხელი ხაზი…

მეტი...

30 000 ლარისთვის ცოლ-ქმარი მოკლეს, გადარჩა შვილი

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შვილის თანდასწრებით რამდენიმე გასროლით მოკლეს. მათი მკვლელი მწყემსია, რომელიც მოკლულების სახლში 30 000 ლარს ეძებდა. მშობლების მკვლელობა მწყემსმა შვილს აყურებინა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცოლ-ქმარს ვენახი გაუყიდია და ფული ჰქონდათ. ამ ინფორმაციას კი მკვლელი ფლობდა. პოლიციის ინფორმაციით, მკვლელი იდენთიფიცირებულია. თელავში ცოლ-ქმარი მოკლეს

მეტი...

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დანიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ახალ უფროსს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობას. “გივი თუმანიშვილი 2019 წლიდან დღემდე საქართველოს დაზვერვის სამსახურში იყო ანალიტიკური დირექტორატის უფროსი, ხოლო მანამდე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობას დღემდე სერგო თურმანიძე ასრულებდა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობის საინფორმაციოანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. საბჭოს აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შორისაა ასევე საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ანალიზი და პროგნოზირება; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი…

მეტი...

საარსებო შემწეობას 174 379 ოჯახი იღებს

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში საარსებო შემწეობას 174 379 ოჯახი იღებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2021 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 350 959 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 174 379. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 67.0 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 38.0 ათასით განისაზღვრა.

მეტი...

საქართველოში სოციალურ პაკეტს 971 648 ადამიანი იღებს

საქართველო სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის სოციალური დაცვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2021 წელს, საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 971 648 პირი შეადგინა. აქედან, პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 793 751 პირი, რომელთაგან 71.5 პროცენტი ქალია, ხოლო 28.5 პროცენტი – კაცი. რეგიონების მიხედვით, პენსიის მიმღებთა უმრავლესობა 29.4% – თბილისზე მოდის, ხოლო ყველაზე დაბალი, 1,2%- რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით ვიგებთ, რომ სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 177 897 შეადგინა, საიდანაც 34.7 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 65.3 პროცენტს – კაცები. სოციალური პაკეტის…

მეტი...

„მცხეთის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს „აქოლისს“ ისევ გაუჭირდა და საშველად ტელევიზიებს უხმო“ – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის ე.წ. გაყინულ და მცხეთისა და მცხეთელების საწინააღმდეგოდ მიმართულ დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ჯგუფ „აქოლისის“ მორიგ შეტევაზე საუბრობს. „მედიაცენტრი მთავარი“ დეპუტატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „მსურს გამოვეხმაურო მცხეთის გენგეგმასთან დაკავშირებით, ტვ „ფორმულა“-ზე გასულ სიუჟეტს, რომელიც ძირითადად ჩემი შავი პიარით დაკავდა, ვიდრე „აქოლისის“ მიერ გენგეგმაში არსებული საეჭვო „ბიზნეს კარიბჭეების“ თემით, რომელიც ტურისტული მარშრუტების კონტროლს ისახავს მიზნად. მცხეთისა და მცხეთელების წინააღმდეგ შედგენილი დოკუმენტი არ „იფუთება“ და ვერც ჩემზე გალაშქრება გამოდგება მის „გასაპრავებლად“. ასეთი მიდგომა ქალაქის, მისი კულტურული მემკვიდრეობის და მცხეთელების ინტერესების დაცვისგან…

მეტი...

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას ბავშვივით ეჭყანება“ – იაგო ხვიჩია

პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია თვლის, რომ მმართველი გუნდი გათამამებულია. ამით ხსნის დეპუტატი „ქართული ოცნების“ ქმედებებს და ამბობს, რომ ის ოპოზიციას ეჭყანება. „ჩემი აზრით, “ქართული ოცნება“ გათამამებულია ამ არჩევნების მერე და საკუთარ თავს ცუდად მოქცევის უფლებას აძლევს. “ქართული ოცნება” ამ თემაზე სერიოზულად არ ლაპარაკობს და ბავშვები რომ ერთმანეთს ეჭყანებიან, ზუსტად ისე ეჭყანება ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არანაირ დისკუსიაში ამ თვალსაზრისით არ შევიდეთ და მოვემზადოთ 5%-იანი ბარიერისთვის შემდეგი არჩევნებისთვის“ –  განაცხადა იაგო ხვიჩიამ. შეგახსენებთ, რომ სქმე ეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას. ის არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს.

მეტი...

“დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპით ვიხელმძღვანელებ” – ლალი ჯანაშია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლალი ჯანაშიამ ის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა, რომლითაც არჩევის შემთხვევაში იხელმძღანელებს. “მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ განუხრელად ვიხელმძღვანელებ იმ პრინციპებით, როგორიც არის – დამოუკიდებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა, სამართლიანობა, კონფიდენციალურობა, საიდუმლოს დაცვის პრინციპი. ამ ყველა პრინციპის გვირგვინი გახლავთ ადამიანის ძირითადი უფლება და თავისუფლება. როგორ გავაგრძელებ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაში? მთავარი კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, იქნება კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმება, ასევე კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. სწორედ ეს კანონი და ბოლოს განხორციელებული ცვლილებები ზუსტად ასახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მისი…

მეტი...

“მოვდივარ სამეცნიერო პედაგოგიური წრიდან” – თამარ ალფაიძე

ჟურნალისტებთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ განაცხადა, რომ სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების მქონეა და ამ მიმართულებით სასწავლო პროგრამები აქვს შექმნილი. მისივე თქმით, არავინ ელოდებოდა, რომ კონკურსი გამოცხადდებოდა და “პროცესში დამოუკიდებლად ჩაერთო”. „მე მოვდივარ სამეცნიერო პედაგოგიური წრიდან, მაქვს მხოლოდ სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება – არ მიმძიმს საუბარი წარსულის გამოცდილებაზე, შექმნილი მაქვს სასწავლო პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით. ამჟამად სამეცნიერო კვლევებს ვატარებ კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების და სხვა თანამედროვე ინფორმაციული სამართლებრივი საკითხების შესახებ. აქედან გამომდინარე, არ მიმძიმს საუბარი წარსულის გამოცდილებაზე და ვფიქრობ, ყველაზე ძვირფასი ადამიანური ღირებულებების დაცვისთვის, ყველაზე მთავარი პერსონალური მონაცემების…

მეტი...

თელავში ცოლ-ქმარი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს. არსებული ინფორმაციით შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც ცნობილია, მკვლელობა სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე საქონლის ფერმაში მოხდა. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა და შესაძლებელია, რომ სწორედ მას მოსვლოდა კონფლიქტი ცოლ-ქმართან. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მეტი...

ვირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 459 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა, აჭარა – 1 654, იმერეთი – 2 760, ქვემო ქართლი – 980, შიდა ქართლი -1 184, გურია – 580, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 327, კახეთი – 1 110, მცხეთა-მთიანეთი – 410, სამცხე-ჯავახეთი – 371, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 99.  

მეტი...

ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 64 187 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 19 968  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 23 675   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  31.11% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 418 027. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 30.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.04%.

მეტი...

ვის უნდა მიმართოთ კომუნალურების ზედმეტად დარიცხვის შემთხვევაში?! – სემეკის განცხადება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მიმართონ უშუალოდ სემეკ-ს ან ენერგოომბუდსმენს, შემდგომი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეებს მოუწოდებს კომუნალური გადასახადის გასაჩივრებისთვის დაუკავშირდნენ პარტიას. „ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მოქალაქეებს ჰპირდება საკითხის გასაჩივრებაში დახმარებას. თუმცა, დღემდე მათი მხრიდან არც სემეკ-ში და არც ენერგოომბუდსმენის სამსახურში მოქალაქეთა კომუნალურ გადასახადებზე განცხადება/საჩივარი არ არის შემოსული. როგორც მოქალაქეებისთვის ცნობილია, სემეკ-ის სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით…

მეტი...

ამერიკა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინა დატოვონ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა. „ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა. ეს არ ჰგავს იმას, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან,“ – აცხადებს ჯო ბაიდენი. პრეზიდენტი მსოფლიო ომის საშიშროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პროგნოზირება რთულია.

მეტი...

232,316.0 ჰა ფართობზე ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია

„ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის აუცილებელი პირობაა. ინვენტარიზაციის საფუძველზე ხდება ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება” – აცხადებენ ეროვნულ სატყეო სააგენტოში. უწყების ინფორმაციით, დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია; მომზადებულია ტყის მართვის ათწლიანი გეგმები სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, ჯამში, 232,316.0 ჰა ფართობისთვის. „2021 წელს, ტყის მართვის გეგმები მომზადდა ახმეტის (55,492.0  ჰა), ლენტეხის (79,343.0 ჰა) და ლაგოდეხის (21,116.0 ჰა) სატყეო უბნებისთვის. ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო წალკა-თეთრიწყაროს (54 202 ჰა), ამბროლაურის (81,069.0 ჰა), ადიგენის (33,836.0 ჰა), დედოფლისწყარო-სიღნაღის (19,326.0 ჰა) სატყეო უბნებზე, რომლებიც მიმდინარე წელს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ტყის ინვენტარიზაციის სარევიზიო პერიოდი…

მეტი...

ინფიცირებულები ვირუსს მალავენ და თავისუფლად გადაადგილდებიან

პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი მაკა ბულეიშვილი ადასტურებს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრის შემთხვევა, როცა ინფიცირებულები ვირუსს მალავენ და ჩვეულებრივ გადაადგილდებიან. როგორც პროფესორმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ვირუსი საკმაოდ სწრაფად ვლინდება. „დაინფიცირება ძალიან მალე ვლინდება. შესაძლოა, ადამიანი დაინფიცირებულ პირს დილით შეხვდეს და საღამოს უკვე გამოუვლინდეს სიმპტომები. არ არის აუცილებელი პირველივე სიმპტომზე, მაგალითად სურდოს შემთხვევაში, მაშინვე ტესტზე გაქცევა. მთავარია, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად იზოლაციაში უნდა ვიყოთ. ძალიან ბევრი ადამიანი მალავს, რომ ვირუსის მატარებელია და ჩვეულებრივად გადაადგილდება, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, ეს ადამიანის თვითშეგნებაზეა დამოკიდებული“ – განაცხადა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მეტი...

„მედპერსონალის დეფიციტი არ ნდა შეიქმნას, ექიმების ინფიცირება მაღალია“ – მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ აკა ბულეიშვილის განცხადებით, მართალია, ამ ეტაპისთვის კლინიკებში დატვირთულობა მაღალი არ არის, თუმცა, იმ ფონზე, როცა ინფიცირება მედპერსონალშიც მაღალია, საიზოლაციო ვადების შემცირება მნიშვნელოვნია. როგორც მაკა ბულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მედპერონალისთვის 5 დღიანი იზოლაცია იმას არ ნიშნავს, რომ თუ ვირუსი გახანგრძლივდება ისინი სამუშაოდ გავლენ. „მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პერსონალისთვის საიზოლაციო ვადა შემცირდა და გახდა 5 დღე. ეს ფაქტი ძალიან პოზიტიურია, რადგან კლინიკებში არ უნდა შეიქმნას დეფიციტი პირველადი რგოლის ექიმების შემთხვევაში. ბევრი ოჯახის ექიმი იყო დაინფიცირებული, მაგრამ დისტანციურად მაინც მუშაობდნენ და კოვიდპაციენტებს მართავდნენ. თუ ინფიცირებული მედპერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა 5 დღის გასვლის…

მეტი...

„სიტუაცია არ არის ისეთი საშინელი, როგორსაც დასავლეთში ცდილობენ“ – თურქეთი უკრაინის მოვლენებზე

თურქეთი, რუსეთ-უკრაინასთან მიმართებაში, დაბალანსებული პოლიტიკის მომხრეა და აცხადებს, რომ დასავლეთის რიტორიკა უკრაინის ეკონომიკას აზარალებს. მსგავს განცხადებას თურქეთის საგარეო მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ავრცელებს. ის ხაზს უსვამს, რომ საჭიროა დაბალანსებული პოლიტიკის გატარება. „უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ დასავლეთის მიერ გაღვივებული მღელვარება აზარალებს უკრაინას და მის ეკონომიკას. ამგვარი „მეგაფონური დიპლომატია“ არ ამცირებს დაძაბულობის დონეს რეგიონში და შორს არის რეალობისგან. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია ესკალაციის დონის შემცირების და ნდობის ატმოსფეროს შექმნის ნაბიჯები. სიტუაცია არ არის ისეთი საშინელი, როგორსაც დასავლეთში ცდილობენ, წარმოაჩინონ, მაგრამ სერიოზულია“ – აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. მისივე შეფასებით, თურქეთს მეგობრული ურთიერთობა…

მეტი...

იენს სტოლტენბერგსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ არსებული საფრთხეები სატელეფონო საუბრისას განიხილეს. როგორც ნატოს გენერალური მდივაnი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთმა დიალოგის გზა უნდა აირჩიოს. „პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინაში და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის შესახებ ვესაუბრე. ნატო გააგრძელებს ჩვენი უაღრესად ღირებული პარტნიორის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. რუსეთს დეესკალაციისკენ და მშვიდობიანი გადაწყვეტის გამოსაძებნად დიალოგის გზისკენ მოვუწოდებთ,“- წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.  

მეტი...