ნიდერლანდების ელჩი უკრაინაში მყოფ ნიდერლანდელებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინაში ნიდერლანდების ელჩმა, იენეს დე მოლმა  განაცხადა, რომ ნიდერლანდების მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად უკრაინაში იმყოფებიან, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.

ელჩის განცხადებით, საუბარია არა ევაკუაციაზე, არამედ თავისუფალ არჩევანზე ქვეყნის დატოვების შესახებ უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე.

მისი თქმით, ქალაქ ლვოვში ნიდერლანდების მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების ცენტრი შეიქმნება, სადაც ისინი დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

ანალოგიური რამ ჯო ბაიდენმაც გააკეთა. მან აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები