საქართველოში სოციალურ პაკეტს 971 648 ადამიანი იღებს

საქართველო სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის სოციალური დაცვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2021 წელს, საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 971 648 პირი შეადგინა. აქედან, პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 793 751 პირი, რომელთაგან 71.5 პროცენტი ქალია, ხოლო 28.5 პროცენტი – კაცი.

რეგიონების მიხედვით, პენსიის მიმღებთა უმრავლესობა 29.4% – თბილისზე მოდის, ხოლო ყველაზე დაბალი, 1,2%- რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით ვიგებთ, რომ სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 177 897 შეადგინა, საიდანაც 34.7 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 65.3 პროცენტს – კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.9 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.4 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 9.9 პროცენტს – ომის მონაწილეები, 5.5 პროცენტს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

მსგავსი თემები