„გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ამათი აღსასრული ახლოვდება“, – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ცოფიანები ტყუილებს ავრცელებენ, თუმცა, საბოლოო გამარჯვება მას დარჩება. „ძალიან შევეჩვიეთ, რომ ათასგვარ ტყუილებს საუბრობენ. მთელი ეს წლები „ვატარებთ“, ვიძახით, არ გვინდა წარსულზე საუბარი, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, გავიდა წლები და ხალხს დაავიწყდა. დღეს ივანიშვილმა თავისი მატლის მეშვეობით გამოაგდო არნახული ტყუილი, რომ სააკაშვილის დროს 200 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და ჩვენ დროს 100 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდაო, ეს არის აბსოლუტური სიცრუე! სტატისტიკის დეპარტამენტში, 2 წლის წინ, ჯერ კიდევ იდო ციფრები სანამ არ გადააკეთეს, რომ ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობიდან 8 წელში,…

მეტი...

„ჩემი პირადი ნომრის გამოყენებით შევიდნენ და დამარეგისტრირეს მეორე აცრაზე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი პირადობის ნომრის გამოყენებით სიყალბე ჩაიდინეს და  მეორე აცრაზე დაარეგისტრირეს. „კოვიდ-ბარათი არის საინფორმაციო ტიპის ბარათი, რომელიც ყველა მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს, ის, რომ ჩემი პირადი ნომრით, უნებართვოდ შედიან და ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ, არის ძალიან სამარცხვინო საქციელი. „მთავარმა არხმა“ მორიგი სიცრუე და პროვოკაცია ჩაიდინა, კერძოდ, მინდა მოსახლეობას ავუხსნა, ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი პირადი ნომრის გამოყენებით შევიდნენ და დამარეგისტრირეს მეორე აცრაზე“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯერ მხოლოდ ერთხელ არის აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით და პროტოკოლით განსაზღვრული ვადა მეორე აცრისთვის, არ გასულა. „ერთხელ ვარ აცრილი „ფაიზერით“ და…

მეტი...

„სპეცრაზმი ჩაიყვანა პანკისში, მთელს სოფელს აცემინა ქვებით და კაცი არ დაუსჯია“ – ღარიბაშვილი გახარიაზე

„შევახსენებ გახარიას, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინებაა ის, როცა პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და პატარა ბავშვივით გაიქცა, გადადგა, ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, როდესაც სპეცრაზმი ჩაიყვანა პანკისში, მთელს სოფელს აცემინა ქვებით და კაცი არ დაუსჯია“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით და დასძენს, რომ მალე ყველა ნახავს, სად იქნება გახარია არჩევნების შემდეგ. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გახარიას საქციელს სახელი უკვე დაარქვა და ყველა მოქალაქემ კარგად იცის, რა ჩაიდინა მან. „აქედან შევახსენებ გახარიას, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი და ყველამ, მათ შორის პარტიის…

მეტი...

„სააკაშვილის პარტნიორს, მამუკა ხაზარაძეს მივმართავ, სანამ ჩემზე რაიმეს იტყვის, გადაამოწმოს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მიმართავს და ურჩევს, სანამ მის სახელს ახსენებს, გადაამოწმოს. ირაკლი ღარიბაშვილი ხაზარაძეს წყალტუბოდან გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მარტივი საქმე იყო, თავად მამუკა ხაზარაძე ან მისი თანამშრომელი შესულიყვნენ სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე და გადაემოწმებინათ, რამდენი კილომეტრი გზა არის საქართველოში. „კაცი, რომელსაც აქვს პრეტენზია, მოსულიყო ხელისუფლებაში და რომელმაც 3% აიღო, არ უნდა საუბრობდეს ასეთ ტყუილებზე და ტყუილებით არ უნდა კვებავდეს საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ უნდა ატყუებდეს. მან თქვა, რომ მე მოვიტყუე და საქართველოში თურმე არის 7 ათასი კილომეტრი გზა და მე ვამბობ, რომ 10 ათასი კილომეტრი…

მეტი...

კორონავირუსით ახალშობილი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით კიდევ ერთი ახალშობილი გარდაიცვალა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი  მაია ჩხაიძე აცხადებს, ახალშობილი მართვით სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა. „ჩვენს კლინიკაში სამი პაციენტი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, სამივე მართვით სუნთქვაზე. ერთი ახალშობილი  ბათუმიდან გადმოიყვანეს. 8 დღის განმავლობაში მკურნალობდა ბათუმში. უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მართვით სუნთქვაზე გადმოვიდა ჩვენთან. თანმხლები დაავადებები ჰქონდა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის მძიმე დაზიანება, ასევე რესპირატორული დისტრესი. გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გარდაიცვალა“, – განაცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებთან.

მეტი...

„იქ, სადაც ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო“ – ირაკლი ღარიბაშვილი   

„ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და  ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ეს არის ჩვენი ხელწერა, ამით განსხვავდება  „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობისგან“ და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისივე შეფასებით, არავინ უნდა დაივიწყოს, რა მდგომარეობა იყო მაშინ ციხეებში და როგორ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება.    „როცა ჩვენ ვსაუბრობთ გაკეთებულ საქმეებზე, არ გვავიწყდება, როგორი გამოწვევები იყო თუნდაც ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში; უნდა აღინიშნოს ორი სიტყვით, თუ რა მდგომარეობა იყო მაშინ ციხეებში, როგორ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება, თავისუფლება და ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომელიც…

მეტი...

კორონავირუსით 83 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 695 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 509 181. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 732 პირი ემსხვერპლა.  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 080 შემთხვევა, აჭარა – 212, იმერეთი – 262, ქვემო ქართლი – 224, შიდა ქართლი – 198, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 238, კახეთი – 232, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

მეტი...

კორონავირუსით 2 684 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა  38 625 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 695 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.95% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  562 627-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.46% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.60%.

მეტი...

„მინდა მელიას ჩაჩოჩება მესამე ადგილზე , ოცნების ჩაჩოჩება მეორე ადგილზე“ – გიორგი გახარია

თბილისის მერობის კანდიდატი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი მიზანი „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ „ჩაჩოჩება“ და პირველობის ხელში ჩაგდებაა. „მინდა მელიას ჩაჩოჩება მესამე ადგილზე, ოცნების ჩაჩოჩება მეორე ადგილზე. ეს მინდა“- აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია. ყოფილი პრემიერი ასევე განმარტავს, რომ “ქართული ოცნება” ყოველი არჩევნების შემდეგ დასუსტდება, სახეს იცვლის და მარტივ ნაწილებად დაიშლება. 

მეტი...

„დღისით, მზისით, დილით, დაახლოებით 11 საათზე მივედი“ – გიორგი გახარია კახა კალაძესთან შეხვედრის დეტალებზე

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია კახა კალაძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მერიაში წარსულში კალაძისადმი პატივისცემის ნიშნად მივიდა.    „ჩავთვალე, რომ ჩვენი წარსულის პატივისცემის ნიშნად მე ეს უნდა გამეკეთებინა და გავაკეთე. ვერ გაიგეს? მათი პრობლემაა. მე ამ პრინციპებით ვცხოვრობ და ამ პრინციპებით გავაგრძელებ ცხოვრებას. ადამიანურად, სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ორის, აი, ასეთი ღია ადამიანური საუბარი ვიღაც მესამე პირების ჭორაობის საგანი გახდა,“ – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი – გიორგი გახარია მასსა და კახა კალაძეს შორის თბილისის მერიაში შეხვედრის საჯარო განხილვას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირების მიერ.  მისი…

მეტი...

“ოცნება” ასეთი ფორმით ვერ შენარჩუნდება, არჩევნების შემდეგ სახეს იცვლის და დაიშლება ნაწილებად” – გიორგი გახარია

„ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ბრძოლას გავაგრძელებთ გამარჯვებისთვის. ოცნება ასეთი ფორმით ვერ შენარჩუნდება – ნებისმიერი შემდგომი არჩევნების შემდეგ სახეს იცვლის და დაიშლება სხვადასხვა ნაწილებად. იქ ვნახავთ, ვინ იქნება უფრო ღირსეული იმისთვის, რომ შევუქმნათ კოალიცია“ – აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია. მისი შეფასებით, ყველანაირი მოცემულობა არსებობს, რომ დადგეს სტატუს-კვო. „როდესაც მმართველ ძალას არა აქვს საკმარისი რესურსი ღირსეულად, შესაბამისად მართოს ქვეყანა და მეორეს მხრივ, ოპოზიციას არა აქვს რესურსი, რომ ღირსეული ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას, ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, სხვა სტატუს-კვო დადგება. ოცნებაში, რა თქმა უნდა, ბევრი ღირსეული ადამიანია. ოცნებამ დაკარგა…

მეტი...