„გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ამათი აღსასრული ახლოვდება“, – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ცოფიანები ტყუილებს ავრცელებენ, თუმცა, საბოლოო გამარჯვება მას დარჩება.

„ძალიან შევეჩვიეთ, რომ ათასგვარ ტყუილებს საუბრობენ. მთელი ეს წლები „ვატარებთ“, ვიძახით, არ გვინდა წარსულზე საუბარი, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, გავიდა წლები და ხალხს დაავიწყდა. დღეს ივანიშვილმა თავისი მატლის მეშვეობით გამოაგდო არნახული ტყუილი, რომ სააკაშვილის დროს 200 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და ჩვენ დროს 100 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდაო, ეს არის აბსოლუტური სიცრუე! სტატისტიკის დეპარტამენტში, 2 წლის წინ, ჯერ კიდევ იდო ციფრები სანამ არ გადააკეთეს, რომ ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობიდან 8 წელში, ჩვენ გვქონდა პოზიტიური მიგრაციული ბალანსი. ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი არ გადიოდა ქვეყნიდან. უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა“ – აღნიშნავს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

მისივე განცხადებით, მისი მმართველობის პერიოდში  კლანური მმართველობა არ არსებობდა, დღეს კი არსებული რეჟიმის ხელში, მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის.

„სამსახურებში ჩვენ ვაწყობდით არა ნათესაობით, ახლობლობით, ნეპოტიზმით, ჩაწყობით, ფულით, არამედ ვინც დამსახურებული იყო, განათლება ჰქონდა და კვალიფიკაცია. ახალგაზრდობა ქვეყანას აღარ ტოვებდა. ამათ დროს, შარშანდელი მონაცემებით 700 ათასი გავიდა და წელს უკვე დაემატა მინიმუმ 100 ათასი. კატასტროფა, ქვეყნის გენოციდი ხდება ხალხის დახოცვასთან ერთად. ეს ის ივანიშვილი არაა, ხალხს რომ ეუბნებოდა, გერმანიაში მოგაწყობთ, სამსახურზეო? შეწყვიტეთ ამ ცოფიანების ტყუილების „გატარება.“ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ძალიან გავიდნენ თავს. საჭიროა ყველაფერს პასუხი გავცეთ, ვისაც ბრძოლის უნარი აქვს, ასეთია საქართველოს უმეტესობა არ ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ამათი აღსასრული ახლოვდება“, – განმარტავს სააკაშვილი.

მსგავსი თემები