კოკისპირული წვიმა ბათუმში – დატბორილია ქუჩები

კოკისპირული წვიმის შედეგად, ბათუმში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ე.წ. ჭაობის დასახლება დაიტბორა. ძლიერ წვიმას წინ უძღოდა ხანმოკლე სეტყვა. შპს „ბათუმის წყლის“ პრესამსახურის ინფორმაციით, ყველა ქუჩაზე, სადაც უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა, მათი ჯგუფები იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. ამ დროისთვის, ბათუმში წვიმა შესუსტებულია.

მეტი...

“ეს იყო უმძიმესი საქმე, რომელიც შსს-მ გამოიძია ღირსეულად” – გახარია სმიტების მკვლელობაზე

გიორგი გახარია ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ღირსეულად გამოიძია და კითხვის ნიშნები არ არსებობს.   “ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი საქმე, რომელიც შსს-მ გამოიძია ღირსეულად. სმიტების ოჯახთან, ადვოკატებთან, დეტექტივებთან, ჩვენს საერთაშოროსო პარტნიორებთან, დეტალურად გვაქვს გავლილი. არცერთი კითხვა არ არსებობს  და ვერც იარსებებს, რადგან საქმე არის საუკეთესოდ გამოძიებული,” – განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში გასამართლებულ მალხაზ კობაურს საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში მიაქვს.

მეტი...

მეუფე პეტრე, მეუფე იაკობის განცხადებას ნასვამი, გავეშებული ადამიანის ბოდვას უწოდებს

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას მეუფე პეტრე ცაავა პასუხობს და ამბობს, რომ ეს ნასვამი, გავეშებული ადამიანის ბოდვაა. “აშკარად ნასვამ მდგომარეობაშიც და უფრო მეტიც, გავეშებულის ბოდვაზე, ცოტა უხერხულია კომენტარის გაკეთება, მე პირადად არათუ პრემიერის კაბინეტში, კანცელარიაში არ ვყოფილვარ არასოდეს. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ “ციანიდის” საკითხი დაიგეგმა მეუფე იაკობის ჩართულობით, ხელისუფლება შეიყვანა შეცდომაში შიდა დაპირისპირებისათვის იქნა გამოყენებული ციანიდის სცენარი, რაც მიზნად ისახავდა პატრიარქის დაცვის უფროსის და მამა გიორგის, რომელიც იყო ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მათ ჩამოშორებას და გარიდებას საპატრიარქოდან, ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში მივმართე წმინდა სინოდს, უღირსი სასულიერო პირების საკითხი შესწავლილიყო და განხილულიყო. დღემდე სამწუხაროდ ეს საკითხი არ დადგა, მაგრამ…

მეტი...

გურჯაანში ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა

წელს პირველად, ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალს გურჯაანმა უმასპინძლა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა გახსნეს. „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია და ბაზარზე დამკვიდრება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. გურჯაანის ყველისა და კულინარიის ფესტივალი კარგი შესაძლებლობაა, როგორც ფერმერებისთვის წარუდგინონ და გააცნონ ფართო საზოგადოებას საკუთარი პროდუქცია და მიიღონ მეტი შემოსავალი, ისე რეგიონის განვითარებისთვის, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ფესტივალი რეგიონში კულინარიის, როგორც დარგის პოპულარიზაციას…

მეტი...

“ეს ის მეუფეა, რომელმაც თქვა, გახარია თუ პრემიერი გახდა, ჩამოვაგდებო” – პრემიერი მუფე იაკობის ბრალდებას პასუხობს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სისულელეს უწოდებს პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, გიორგი გახარიამ, გიორგი კვირიკაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა მას პატრიარქის ტახტიდან გადაყენებაში დახმარება სთხოვეს. “რატომ აკეთებს მეუფე ასეთ განცხადებებს, მეუფეს ჰკითხეთ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსგავსი სისულელეები საზღვარს გადასცდა. არ ვადასტურებ, სისულელეებზე ნუ მეკითხებით. “ცოტა შოკირებული ვარ. ეს ის მეუფეა, რომელმაც თქვა, გახარია თუ პრემიერი გახდა, ჩამოვაგდებო. სერიოზული კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღეობის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს.…

მეტი...

“ივანიშვილის დავალებით პატრიარქის გადაყენებაზე მეჩალიჩებოდნენ” – მეუფე იაკობი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. მისი თქმით, შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.    მეუფე იაკობის განცხადებით, პატრიარქად მეუფე შიოს დანიშვნა სურდათ, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც, ეს დავალება კი ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა. „კვირიკაშვილის დროს დამიძახეს შეხვედრაზე. კვირიკაშვილი იყო, ვახო გომელაური იყო და ცოტა დაგვიანებით მოვიდა გახარია. „მეჩალიჩებოდნენ“, ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი: ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის…

მეტი...

“ეს ახალგაზრდები მეამაყებიან, ამ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა” – გიორგი გახარია

“ეს ახალგაზრდები ჩვენი ხვალინდელი დღეა, ამ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება ხვალ ჩვენი ქვეყანა. მე ეს ადამიანები მეამაყებიან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამეგრელოში, ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა დანაპირები შესრულდება, რადგან ეს ახალგაზრდები ის ადამიანები არიან, რომლებიც რეალურად ამ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში ჩაერთვებიან. „სამეგრელოსთან მე მაქვს განსაკუთრებულად ემოციური დამოკიდებულება სხვადასხვა მიზეზების გამო. დღეს გვქონდა შეხვედრები პედაგოგებთან და ექიმებთან. პედაგოგებთან შეხვედრები იყო ძალიან ემოციური. ეს ის ხალხია, რომლებმაც ჩვენი ახალგაზრდები უნდა გაზარდონ. განსაკუთრებით ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხეს დიდი მომავალი აქვს. იმდენი წარმატებული…

მეტი...

“იმედს გამოვთქვამ, ფილმი „შინდისი“ ოსკარზე წარსადგენი უცხოური ნამუშევრების ხუთეულში მოხვდება” – მარიამ ჯაში

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშსა და ფილმ „შინდისის” შემოქმედებით ჯგუფს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფილმის რეჟისორი დიტო ცინცაძე, პროდიუსერები ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი და ვოვა კაჭარავა, ასევე “აწარმოე საქართველოში” კინოინდუსტრიის მიმართულების წარმომადგენლები. მარიამ ჯაშის ინფორმაციით 28 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ლოს-ანჯელესში იგეგმება შვიდი პრეზენტაცია და კამპანია”შინდისის” პოპულარიზაციისთვის. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობაც, რადგან აღნიშნული კამპანია დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მარიამ ჯაში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორია და მათ გმირობაზე შექმნილი ფილმი ოსკარზე წარსადგენი უცხოური ფილმების ხუთეულში მოხვდება. „განვიხილეთ ლოს-ანჯელესში დაგეგმილი კამპანია, რომელიც მთავრობის…

მეტი...

“ომით დაკარგული ტერიტორიები უნდა აღვიდგინოთ შრომით და მშვიდობით” – გიორგი გახარია

“ყველა სახის რეაქცია ჩვენი მხრიდან იქნება პირველ რიგში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული და მათთან სრულ სინქრონში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს ყოველდღიური შრომით, იმით, რომ ქვეყანა იყოს კიდევ უფრო დემოკრატიული, კიდევ უფრო ძლიერი და მიმზიდველი. „ჩვენ, ჩვენი ტერიტორიები, რაც დავკარგეთ ომით, უნდა აღვიდგინოთ შრომით და მშვიდობით. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პრაგმატული პოლიტიკის ძირითადი საფუძველი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ. ყველა იმ გამოწვევაზე, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები საუბედუროდ ყოველდღე ხვდებიან, გატაცებებზე,…

მეტი...

„ზუსტად ვიცი, ყველა საუბარი ჩაწერილი აქვს, პირველიც და მეათეც. პირველი გაასაჯაროვოს და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე“ – მუხრან ვახტანგაძე

 „პირველი საუბარი გაასაჯაროვოს, ბოლოს რომ ასაჯაროებს. ამის მერე დავსვამ ერთადერთ შეკითხვას –  რომელი ადამიანი მოითმენდა იმ საზიზღრობას, რაც მან იკადრა…“-  პარლამენტის წევრი, ბათუმის მჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე მერაბ ღოღობერიძესთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე „მედიაცენტრ მთავართან“ პირველ განმარტებას აკეთებს. როგორც „მედიაცენტრ მთავარისთვის“ გახდა ცნობილი, ღოღობერიძემ დეპუტატს შეურაცხყოფა არაერთგზის მიაყენა, რასაც ღოღობერიძე უარყოფს, ბოლო ჩანაწერი კი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ დეპუტატი მას თავს დაესხა და აგინა. მუხრან ვახტანგაძე კი მისი მხრიდან იმ ჩანაწერის გამოყვეყნებას ითხოვს, რის გამოც ის იძულებული გახდა, ღოღობერიძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა. „ზუსტად ვიცი, ყველა საუბარი  ჩაწერილი აქვს, პირველიც და მეათეც. პირველი…

მეტი...

“სახელმწიფო გამოხატავს თავის თავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით” – გიორგი გახარია

“სახელმწიფო გამოხატავს თავის თავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით, რათა თავისი პოზიტიური სოციალური ფუნქცია შეასრულოს მომავალი თაობების და პენსიონერების წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში, ტექნოპარკში განაცხადა, სადაც ადგილობრივ პედაგოგებს ხვდება. გიორგი გახარიამ შეხვედრის დასაწყისში პედაგოგებს მიმართა და მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში მათ როლზე გაამახვილა ყურადღება. „შემთხვევითი არ არის, რომ ასეთ შეხვედრებს ვიწყებთ პედაგოგებისგან. სრულად გვაქვს გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ. გვესმის, რომ ჩვენი მომავალი თაობის ფორმირებაში თქვენ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. სახელმწიფოსაც პირდაპირი ვალდებულება აქვს, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი ჩვენი…

მეტი...

“ვინ არის მართალი, ბერა თუ ანიტა?” – ბელა ბერკემერ-მახარაძე წყევლა-კრულვიან ქველმოქმედებაზე

ბერა ივანიშვილის მხრიდან ამაზონის ჯუნგლების გადასარჩენად განხორციელებული მილიონ დოლარიანი ქველმოქმედება ისევ ქილიკის, ლანძღვის თუ ქების საგანია. აღნიშნულ და ზოგადად,  ქველმოქმედებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას, გერმანიაში მოღვაწე ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძეც გამოხატავს და ამბობს, რომ ყველამ საკუთარ თავს ჰკითხოს თავად რა გაუკეთებია, რომ სხვის გაკეთებულ საქმეს აფასებს.      „მედიაცენტრი მთავარი“ ბელა ბერკემერ-მახარაძის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ. „ქ ვ ე ლ მ ო ქ მ ე დ ე ბ ა იგივე ირონია, წყევლა-კრულვა და რისხვა იმ რიგი ადამიანებისა, რომელთაც რატომღაც ჰგონიათ, რომ სწორედ ლანძღვითა და გინებით შენდება ქვეყანა და არა საქმით. ვინ არის მართალი,…

მეტი...

საიდან ხვდება ტყვია ორგანიზმში და რა გავლენას ახდენს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე?

ტყვია მძიმე მეტალთა ჯგუფს ეკუთვნის. იგი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტყვიით მოწამვლის შემთხვევები მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ტყვიის ექსპოზიციაზე მოდის დაავადებათა გლობალური ტვირთის 1%. განვითარებად ქვეყნებში ბავშვებში აღრიცხული გონებრივი ჩამორჩენილობის 15-20% ტყვიის ექსპოზიციას უკავშირდება. დღეისათვის ცნობილია, რომ ბავშვთა ჯანმრთელობისათვის მავნეა ტყვიის ნებისმიერი დონის ექსპოზიცია. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ თემურ კობიძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ტყვია, გარკვეული რაოდენობით დღეს, შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში იყოს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ორგანიზმიდან…

მეტი...

ხურმა, რომელიც 6.5 ათას დოლარად გაიყიდა – რაშია მისი უნიკალურობა?

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იაპონიაში, აგრარულ ბაზარზე „ტენკაფუბუს“ იშვიათი ჯიშის ორი ხურმა 6,5 ათას დოლარად გაიყიდა. ერთი ხურმის წონა 300 გრამია. ხურმის ამ ჯიშის გამოყვანას აგრონომებმა 11 წელი მოანდომეს. ამ ჯიშის ხურმა იმით არის უნიკალური, რომ ბრისეკის შკალის მიხედვით, ხილში შაქრიანობა 25 გრადუსია, როცა ჩვეულებრივ ხურმაში ეს მაჩვენებელი 15-16 გრადუსს არ აღემატება. ხურმის მყიდველის ვინაობა კონფიდენციალურია. 

მეტი...

შიდა ქართლში მამაკაცი ფეხმძიმე ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით აწამებდა

შიდა ქართლში მამაკაცი ფეხმძიმე ცოლს გახურებული რკინით, რეზინის მილებითა და გაყინული წყლით ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით აწამებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებს, ასევე ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც ჰქონდათ, მაგრამ დანაშაულზე არავინ რეაგირებდა. პოლიციას დახმარებისთვის მისამართზე გამოძახებულმა სასწრაფომ მიმართა, რომელსაც სახლში დამწვარი და ნაცემი ახალგაზრდა ქალი დახვდა. მოძალადე მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეში დევს დაზარალებული ქალის დედის ჩვენებაც, რომელიც ძალადობის მსხვერპლზე ამბობს, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს. თუმცა დედის ნათქვამი ექსპერტიზამ არ დაადასტურა. ახლა დაზარალებული ქალი რეაბილიტაციის კურსს გადის. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურას კი აქვს არაერთი უტყუარი…

მეტი...

მოსკოვის გამზირზე მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

მოსკოვის გამზირზე, N36 ბ და N36 გ კორპუსების მიმდებარედ მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო. სკვერის სადღესასწაულო გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას ყველა რაიონში სათანადო ყურადღება მიექცევა. მან პროექტის განხორციელებისთვის სამგორის გამგეობას მადლობა გადაუხადა. “ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს აქ და მიხარია, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, ნორმალური პირობები ჰქონდეთ, გამოვიდნენ და დაისვენონ. ბავშვებისთვის ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანიც გაკეთდა. ყველანაირი სივრცე მოეწყო, რაც ამ პატარა ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. მთავარი ამოცანაა, ყველა რაიონში და ყველა უბანში შევიდეთ. ყველგან…

მეტი...