“ეს ის მეუფეა, რომელმაც თქვა, გახარია თუ პრემიერი გახდა, ჩამოვაგდებო” – პრემიერი მუფე იაკობის ბრალდებას პასუხობს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სისულელეს უწოდებს პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, გიორგი გახარიამ, გიორგი კვირიკაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა მას პატრიარქის ტახტიდან გადაყენებაში დახმარება სთხოვეს.

“რატომ აკეთებს მეუფე ასეთ განცხადებებს, მეუფეს ჰკითხეთ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსგავსი სისულელეები საზღვარს გადასცდა. არ ვადასტურებ, სისულელეებზე ნუ მეკითხებით.

“ცოტა შოკირებული ვარ. ეს ის მეუფეა, რომელმაც თქვა, გახარია თუ პრემიერი გახდა, ჩამოვაგდებო. სერიოზული კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღეობის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს. შესაბამისად, ამ სისულელეებზე უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები