„შევრიგდით“ – ელისაშვილი და მელია „დაზავდნენ“

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მასსა და ნიკანორ მელიას შორის კონფლიქტი ამოწურულია და საუბარი „დაზავებით“ დასრულდა.  

„ჩვენს შორის რაღაცები გაირკვა – შეიძლება ითქვას, რომ მე და ნიკა მელია შევრიგდით“ – ასე უპასუხა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს. ვსაუბრობდით იმ ჩვენს არასასიამოვნო გადაძახილ-გადმოძახილზე, რომელიც მანამდე იყო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის გაირკვა რაღაცები, ჩემს და ნიკას შორის. შეიძლება ვთქვათ, რომ შევრიგდით. ჩვენ ერთმანეთში გავარკვიეთ პირადი ურთიერთობა“, – განცხადა ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თამვჯდომარე ნიკა მელია და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სენატორებთან ვახშმამდე სასტუმრო „შერატონთან” შეხვდნენ. ნიკა მელია ელისაშვილს მიესალმა, თუმცა ალეკო ელისაშვილს პასუხი დაუბრუნებია. ამის შემდეგ მელიამ და ელისაშვილმა სასტუმროს ეზოში გადაინაცვლეს და პირისპირ რამდენიმე წუთით ისაუბრეს. მათი საუბარი კი ღიმილიანი და მეგობრული იყო.

როგორც ნიკანორ მელიამ მოგვიანებით განმარტა, შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი სწორედ მან გადადგა და ამაში მოსარიდებელი არც არაფერია.

მსგავსი თემები