აკუსტიკური იარაღის ტარება იკრძალება – პარლამენტი კანონში შესატან ცვლილებებზე დღეს იმსჯელებს

დღეს პარლამენტში თავდაცვის კომიტეტზე იარაღის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, აკუსტიკური იარაღიდან ჩადენილი დანაშაულების შემთხვევები გახშირდა, ამიტომ ეს კანონმა უნდა დაარეგულიროს.

დღეისათვის აკუსტიკური იარაღის შეძენისა და ტარების უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის არასრულწლოვნებსაც. კანონში შესატანი ცვლილებებით, უნდა დაწესდეს შესაბამისი სანქციები.

“მსგავსი იარაღის გამოყენება იქნება დასაშვები მხოლოდ კანონით დასაშვებ შემთხვევებში – თეატრალურ წარმოდგენებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებში და სპორტულ ღონისძიებებში. აიკრძალება ამ იარაღის ტარება და მისი გადატანისთვის დაწესდება საკანონმდებლო რეგულაციები. ამ რეგულაციების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას,” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.

მსგავსი თემები