„მცხეთაში გამოცხადებულ მორატორიუმზე დაბალანსებულ გადაწყვეტილებას ვიპოვით“ – გიორგი გახარია დაპაუზებულ მცხეთაზე

„მცხეთაში გამოცხადებულ მორატორიუმზე დაბალანსებულ გადაწყვეტილებას ვიპოვით. გამოსავალი მარტივია – იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის შენარჩუნება და მოსახლეობისთვის ჟანგბადის მიცემა“ – ეს განცხადება პრემიერ – მინისტრობის კანდიდატმა მცხეთაში, პრივატიზებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, გამოსავალი მოსაძებნია.

„პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, 2021 წელს უნდა დავსხდეთ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ და შეუძლებელია, გამოსავალი ვერ ვიპოვოთ. საჭიროა კომპრომისი როგორც მოსახლეობიდან, ასევე იუნესკოდან და სახელმწიფოდან. ჩვენ მზად ვართ ამ კომპრომისისთვის, უბრალოდ უნდა დავსხდეთ და ამ კომპრომისის პირობები განვსაზღვროთ ელემენტარულად იმისთვის, რომ ის დაპირება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მივეცით, შევასრულოთ, ვიდრე გენერალური გეგმა დამტკიცდება, რომ ეს სივრცე რაღაცნაირად ამოვავსოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში წლებია მორატორიუმი გამოცხადდა. მოსახლეობა ითხოვს ამ საკითხის მოწესრიგებას, რადგან საკუთარ ეზოში ელემენტარული კორექციის უფლებაც კი არ ეძლევათ. მიუხედავად იმისა, რომ გენ.გეგმაზე სპეციალური ჯგუფიც შეიქმნა და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა, რამდენიმე წელია, მორატორიუმის ვადა ხანგრძლივდება.

მსგავსი თემები