„სამართალდამცველების და ჯარისკაცების სოციალური დაცვის პაკეტი ყოველთვის იყო ჩვენი ყურადღების ცენტრში“ – გიორგი გახარია

„სამართალდამცველების და ჯარისკაცების სოციალური დაცვის პაკეტი ყოველთვის იყო ჩვენი ყურადღების ცენტრში და გაგრძელდება,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ კახა კახიშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მხარდაჭერა გაგრძელდება როგორც ხელფასის, ასევე სხვა სოციალური მიმართულებებით.

„ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, როგორც ხელფასის, ასევე სხვა სოციალური მიმართულებებით – ჯანდაცვა იქნება, საცხოვრებელი პირობები თუ სხვა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მივხედავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები