ლოცვა მუზეუმის ეზოში – გორში სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს

გორში სტალინის დაბადებიდან 141-ე წლისთავი აღნიშნეს. სტალინის სახლ-მუზეუმთან, ტრადიციულად ამ დღეს „კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელის“ წევრები შეიკრიბნენ. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

სტალინის დაბადების დღის აღსანიშნავად, მის სახლ-მუზეუმთან სტალინის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. მუზეუმის ეზოში სტალინის ხატი მიიტანეს და ლოცვა აღავლინეს.

ასევე, მოითხოვეს გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის ძეგლის აღდგენა, რომლის დემონტაჟი 2010 წელს განხორციელდა.

გასული წლებისგან განსხვავებით, წელს სახლ-მუზეუმიდან ცენტრალურ მოედნამდე, სადაც სტალინის ძეგლი იდგა, მსვლელობა აღარ მოწყობილა.

მსგავსი თემები