„ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, მგონია, ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად “ – კახა კალაძე

  •  

თბილისის მერი აცხადებს, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. შესაბამისად, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მას იმედი აქვს რომ ოპოზიცია გონივრულად იმოქმედებს და სწორ ნაბიჯს გადადგამს.

„იცით, მოლაპარაკებები დაწყებულია და პროცესში ჩართულები არიან „ფასილიტატორები“, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და პარლამენტიდან გაგრძელდება მუშაობა, ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ოპოზიციურ გუნდში არიან გარკვეული სუბიექტები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე ფიქრობენ.

„იმედი მაქვს, რომ გარკვეული შეთანხმებები იქნება, ოპოზიცია შევა პარლამენტში და იქიდან გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება და ამ პოლიტიკურ პარტიებს მისცა ხმა იმისთვის, რომ მათ იმუშაონ პარლამენტიდან. ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა მგონია ქუჩაში დგომა მათი მხრიდან და არდაფასება თავიანთი ამომრჩევლების და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაშიც არიან ადამიანები, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ყველაზე შეუძლებელია ამის თქმა, თუმცა, არის კონკრეტული ადამიანები“ – აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი თემები