სოფელ ნაფარეულში ავარიას 44 წლის ქალი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავარიას 44 წლის ქალი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საბურავი მოულოდნელად გასკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მჯდომი ერთი მგზავრი, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია . მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი თემები