ქუთაისში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

  •  

ქუთაისის ლაბორატორიაში  შესწავლილი  1270 ბიოლოგიური ნიმუშიდან  კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა.

არსებული ინფორმაციით, პირები სვანეთის კლასტერიდან არიან. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებზე განხორციელდა, ასევე გამოიკვლიეს სვანეთიდან გადმოგზავნილი ბიოლოგიური ნიმუშები. 

არსებული ინფორმაციით, ორივე ახალი შემთხვევა კოვიდინფიცირებული პაციენტების კონტაქტებია, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ პაციენტები სვანეთიდან არიან და ისინი  კლინიკაში გადაჰყავთ.

მსგავსი თემები