გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობით პატრიარქი სარგებლობს

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ  ჩატარებული კვლევით,  გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს. პატრიარქის შემდეგ მოდის ამირან გამყრელიძე, 74%-ით.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ფიგურებს, კვლევის შედეგები შემდეგია:  გამოკითხულთა 63%-ს გიორგი გახარია მოსწონს, 57%-ს – კახა კალაძე, 53%-ს – დავით ბაქრაძე, 42% -ს – შალვა ნათელაშვილი, 41%-ს – ბიძინა ივანიშვილი, 41%-ს – გრიგოლ ვაშაძე, 40%-ს – გიორგი ვაშაძე, 37% – დავით უსუფაშვილი, 36% – ნიკა მელია, 34% – ალეკო ელისაშვილი, 34% – არჩილ თალაკვაძე, 32% – გიგი უგულავა, 32% – სალომე ზურაბიშვილი, 30% – ირაკლი ოქრუაშვილი, 28% – ირმა ინაშვილი, 27% – მამუკა ხაზარაძე, 25% – ნინო ბურჯანაძე, 17% – ეკა ბესელია, 14% – ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 13%.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით 1 500 ადამიანი გამოკითხა.

მსგავსი თემები