IRI-ს კვლევით, „ქართული ოცნება“ 33%-ით ლიდერობს   

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევა ჩაატარა, რომელიც როგორც პოლიტკური, ისე აპოლიტკურ საკითხებს ეხება. კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე კვირას რომ ტარდებოდეს, მოსახლეობის 33% „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს.  

უფრო ვრცლად, აღნიშნულ ნაწილში კვლევის პასუხები შემდეგია:  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 33% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 16% „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – 5% გამოკითხულთა 17%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 11%-მა კი კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა. ამასთან კითხვაზე „არსებობს თუ არა პარტია, რომელსაც ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდით“, პასუხები ასე გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 29% „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 25% „გირჩი“ – 16% გამოკითხულთა 18%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 11%-მა კი კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. ​

მსგავსი თემები