„მას უკნიდან ხვდებიან უცხო პირები და ურტყამენ“ – გიორგი შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი არასრულწლოვნის  ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იცნობდა იმ პირებს, ვინც მას ურტყამდნენ, საბურთალოს მხარემ ის შეცდომით ჩათვალა კონფლიქტში მონაწილედ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი არასრულწლოვანის ადვოკატმა განაცხადა.

ანა ჟღენტი ეტაპობრივად ყვება დაბადების დღეზე მომხდარი იმ ინციდენტის შესახებ, რომელშიც მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღმოჩნდა ჩართული. ადვოკატის ინფორმაციით ნ.ხ კონფლიქტში მონაწილე პირებს არ იცნობდა:

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადის ჰაერზე მოსაწევად, ამ დროს ხდება ისეთი რამ, რომ მას წინ ხვდებიან პირები, და როდესაც იწყებს მოწევას უკნიდან კიდევ სხვა პირები ურტყამენ, ესაა კიბის ეპიზოდი, რაც შეეხება ამ პირებს მათ ნ.ხ არ იცნობს, მისთვის უცნობი პირები იყვნენ და ვერც იხსენებს, რადგან ყველა ნასვამი იყო. პირველი გამოკითხვა მოხდა ადვოკატის გარეშე, ის იყო ცნობილი დაზარალებულად, ჰქონდა დაზიანებები სხეულზე, კონფლიქტის დროს მასთან მიდის ჩიქოვანი, მასაც მიაყენეს დაზიანება თავის არეში, შემდეგ იმუხტება სიტუაცია, ნ. ხ და ჩიქოვანი მოდიან უკვე თბილისში და  რადგან გვიან არ უნდოდა სახლში მისვლა დაუკავშირდა მეგობარს და წავიდა მეგობრის სახლში.

მე ვფიქრობ, რომ საბურთალოს მხარემ შეცდომით ჩათვალე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც კონფლიქტში მონაწილე მხარედ. ამოცნობა არ მომხდარა პირების.“ – განაცხადა ანა ჟღენტმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაშიაუცილებელიაწყაროსდაბმულისმითითება

მსგავსი თემები