„ნ.ხ. ანა გაბეჩავას სკოლელია, ის დაბადების დღეზე ანამ დაპატიჟა“ – არასრულწლოვანი მოწმის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იჯდა გოგონებთან ერთად, ამ დროს დაიწყო კამათი მოპირდაპირე მხარეს, თუმცა კონფლიქტი მალევე ამოიწურა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი არასრულწლოვნის ადვოკატმა ანა ჟღენტმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით არასრულწლოვანი ნ. ხ აღნიშნულ დაბადების დღეზე იუბილარის დაპატიჟებით იყო მოსული და მომხდარ კონფლიქტში შემთხვევით აღმოჩნდა:

„ანა გაბეჩავას სკოლელია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ის დაპატიჟეს დაბადების დღეზე, სადაც მივიდა მოგვიანებით, იქ იყო ბევრი ისეთი პირი, ვისაც არ იცნობდა, ზოგ მათგანს იცნობდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იჯდა გოგონებთან ერთად და მოპირდაპირე მხარეს პატარა შელაპარაკებასავით ინციდენტი მოხდა, მაგრამ დიდი მნიშვნელოვანი ჩხუბი არ იყო, შემდგომში ადგა და გავიდა ჰაერზე სიგარეტის მოსაწევად რა დროსაც დაიწყო „კიბის“ ინციდენტი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა,“ – განაცხადა ანა ჟღენტმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ადვოკატის ინფორმაციით ნ.ხ დაბადების დღეზე შეცდომით აღმოჩნდა ჩართული კონფლიქტში, მისივე განცხადებით კონფლიქტში მონაწილე პირების ამოცნობა არ მომხდარა.

მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაშიაუცილებელიაწყაროსდაბმულისმითითება

მსგავსი თემები