ინგლისში კორონავირუსით 6 კვირის ჩვილი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში დაადასტურეს.
უწყების ინფორმაციით, ის კორონავირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტია.
ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში აღნიშნეს, რომ ჩვილი კორონავირუსით 3 მაისს გარდაიცვალა.