17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 7 კი კრიტიკული

  •  

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, „კოვიდინფცირებული“ რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„დღეისთვის კოვიდცენტრებში 198 პაციენტი მკურნალობს. მათგან შვიდი კვლავ კრიტიკული რჩება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება. ჩვიდმეტი პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა. მათი მდგომარეობაც სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.  გამოჯანმრთელებული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი 83%, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი 1,33%-ია“ – განაცხადა ინფექციონისტმა მედიასთან.

ინფორმაციისთვის,  საქართველოში კორონავირუსის  5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში კი 1 283 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი თემები

4 Thoughts to “17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 7 კი კრიტიკული”

  1. Like!! Thank you for publishing this awesome article.

  2. I always spent my half an hour to read this web site’s articles or reviews daily along with a mug of coffee.