კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს (ვიდეო)

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა, როდესაც მოქალაქეებს შვილებთან ერთად მიმართა.

კახა კალაძემ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა ამ მძიმე ვითარებაში რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის, რადგან ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ამ მძიმე ვითარებაში.

„ჩვენ ვხედავთ, რა რთული ვითარებაა მსოფლიოში. სამწუხაროდ, დღეს მეოთხე გარდაცვლილი გვყავს. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და ახლობლებს. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ერთმანეთის სიცოცხლისთვის, ერთმანეთის ჯანმრთელობისთვის.

დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ შევასრულებთ რეკომენდაციებს, ძალიან მალე, გამარჯვებული გამოვალთ ამ რთული და მძიმე მდგომარეობიდან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/224191022142854/

მსგავსი თემები