ახალქალაქში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გვიან ღამით, ახალქალაქში, თავისუფლებისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე 34 წლის კაცი დაჭრეს,- აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივების განცხადებით, დაჭრილ 36 წლის მამაკაცს  ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, აქედან ოთხი ცეცხლსასროლი იარაღით, ორი კი დანით. დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა.

დაჭრილის ახლობლების ინფორმაციით, ის თანასოფლელმა, 60 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მომხდარზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები