ბულგარეთის დედაქალაქი სოფია განუსაზღვრელი ვადით ჩაიკეტა

  •  

ბულგარეთში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების ფონზე, დედაქალაქი სოფია გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა. გამკაცრებული რეგულაციების შედეგად აიკრძალა ქალაქიდან გასვლა და შემოსვლა.

ქალაქში თავისუფლად გადაადგილების უფლება მხოლოდ სატვირთო მანქანებს, სასწრაფოს მანქანებს და პოლიციელებს ექნებათ.

ბულგარეთში კორონავირუსის 800 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 38. შემთხვევების მკვეთრი მატება ქვეყანაში სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

მსგავსი თემები