ჰამბურგის კლინიკაში COVID-19-ის მასობრივად გავრცელების ფაქტი დადასტურდა

ჰამბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები ეცნობიან რესპირატორული სისტემის მუშაობას. 2020 წლის 25 მარტი

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა ეპენდორფმა ონკოლოგიურ განყოფილებაში კორონავირუს COVID-19-ის მასობრივი გავრცელება დაადასტურა.

გერმანული მაუწყებლის, DW-ს ინფორმაციით, კლინიკის წარმომადგენელმა ზასკია ლემმა 14 აპრილს განაცხადა, რომ გასულ კვირაში კორონავირუსი დაუდასტურდა 20 პაციენტს და სხვადასხვა სპეციალობის 20 თანამშრომელს. ინფიცირებულები ოზოლირებულ კორპუსში გადაიყვანეს.

ტესტირება ჩაუტარდა კლინიკის ყველა პაციენტს და თანამშრომელს. ლემის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ინფიცირების წყაროს დასადგენად.

ჰამბურგის კლინიკაში კორონავირუსის აფეთქების შესახებ პირველმა დაწერა გამოცემა „შპიგელმა“. მისი ინფორმაციით, ინფიცირების წყარო სავარაუდოდ, კლინიკის ერთ-ერთი დამლაგებელია.

გერმანიაში COVID-19-ით უკვე დაავადდა 132 ათასზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 3400-ს აჭარბებს.

მსგავსი თემები