მშვიდი, სუფთა, მოწესრიგებული, ადამიანებზე ორიენტირებული ქალაქი, რომელიც გამშვიდებს და პოზიტიურს გხდის – რედაქტორის ბლოგი

  •  

ქალაქი, სადაც სიმშვიდეა, სიყვარულია, პატივისცემაა, დაფასებაა, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ, ყველა თავის საქმეს აკეთებს, სხვისი მტრობით არ ხარობენ, ბოღმითა და შურით არ ტკბებიან, ყველა თავის გზაზე დადის. დიახ, ზუსტად ასეა და ეს არის ბაქო. 

რამდენჯერაც ბაქოში მივდივარ,  მუდამ ასეთი შთაბეჭდილებებით ვბრუნდები (პოლიტიკურ ნაწილს, რა თქმა უნდა, არ ვეხები).  ეს არის ქალაქი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა და წესრიგი ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. სუფთა ქალაქი, სადაც სულ გინდა, რომ  ბევრი ისეირნო, ფეხით ბევრი იარო, მიწისქვეშა გადასასვლელითაც ისარგებლო და მიწისზედა გადასასვლელითაც. ეს ყველაფერი იმდენად კომფორტული და სასიამოვნოა,  არც მოგინდება გზაზე გადაირბინო, ქუჩა გადაკვეთო,  წესრიგი დაარღვიო,  ნაგავი დაყარო, მანქანიდან სიგარეტის ნამწვავი გადააგდო,  შეიგინო, ქუჩაში იჩხუბო, რესტორანში ხმამაღლა ილაპარაკო, იყვირო, დათვრე და აურიო…. 

არაერთი რესტორანი მოვიარე, ყველა თავის სუფრაზე „ეტევა“.  სხვისკენ არ იწევს,  არავის აწუხებს არც ხმამაღალი საუბრით, არც სმით, არც ყვირილით და მით უმეტეს, აყალ-მაყალით. რაღაც, მეგონა რომ სულ სხვა სამყაროში მოვხვდი და ყოველ ჯერზე ასეა.

ქალაქში ფუსფუსი დილის 6 საათიდან იწყება. ჯერ კიდევ სიბნელეში იწყება დალაგება, გამწვანება, მწვანე საფარის დაგება რომ დილით, ადამიანი სახლიდან რომ გამოვა, სასიამოვნო იყოს მგზავრობა თუ სეირნობა.

მოწესრიგებული და კომფორტული  საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უამრავი კულტურული ადგილი. ქალაქის სხვადასხვა უბნებში თითქმის მთელი დღე რომ იარო, ყველა ერთმანეთზე უკეთესია, თითქმის ყველა ცენტრალურ ადგილს გაგონებს. თან სიძველე, თან სიახლე, არაჩვეულებრივი ფერები და არქიტექტურა. ქალაქი, რომელიც ამშვიდებს და პოზიტიურს გხდის. 

ულამაზესი მონუმენტებით გაფორმებული პარკები და სკვერები, რომლის დაზიანებას, გაფუჭებას, მოპარვას არც არავინ გაივლებს თავში და მკითხველისთვის ალბათ გასაგებია რატომაც ვაკეთებ ამაზე აქცენტს.

ვერსად ნახავთ უადგილო ადგილას, თვალში საცემად განთავსებულ ნაგვის ბუნკერებს, მით უმეტეს, ნაგვით გადავსებულს, სადაც კატები დაძვრებიან; ქუჩაში ვერ ნახავთ უპატრონო, მაწანწალა ცხოველებს; ვერ ნახავთ დახმარების მთხოვნელ, ხელგაწვდილ ადამიანებს.      

იქ, სტუმრის პატივისცემაც უმაღლეს დონეზე იციან, ყველაფერს აკეთებენ, რომ სტუმარი უზომოდ კმაყოფილი გააცილონ, ყველაფერს აკეთებენ, სტუმრის სიამოვნებისთვის. ალბათ ამ ყველაფრის გამო არიან იქ, სადაც არიან.

P.S. არ შემიძლია, განსაკუთრებულად არ ავღნიშნო ორი მეგობარი, რომელიც ბაქოში შევიძინე – არაჩვეულებრივი, უზომოდ განათლებული სტუდენტი  მეჰმედი და სტუმარ-მასპინძლობის იდეალი –  ჯავიდი. მე შემიყვარდა ბაქო და ეს სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა. 

ეკა გულუა სპეციალურად “მედიაცენტრი მთვარისთვის” ბაქოდან.

Dinc, təmiz, səliqəli, insanlara yönəlmiş şəhər səni sakitləşdirir və xoş hala gətirir- redaktorun bloqu

Sakitliyin, sevginin, hörmət-izzətin, dəyərin olduğu, insanların bir-birinə hörmət etdiyi  şəhər. Hamı öz işini görür, başqasının düşmənçiliyinə sevinmirlər, boğmadan, qisasdan yan dururlar, hamı öz yolu ilə gedir. Bəli, dəqiq belədir və bu Bakıdır.

Nə qədər Bakıya getsəm də, həmişə bu cür təəssüratla qayıdıram( siyasi hissəyə, sözsüz ki, qarışmıram). Bu, hər şeyin öz yerində olduğu şəhərdir və nizam-intizam hər addımda hiss olunur. Təmiz şəhər, belə ki, burda hey istəyirsən çox gəzəsən, piyada çox dolanasan, yeraltı keçidlərdən də istifadə edəsən və yer üstü keçidlərdən də. Bütün bunların hamısı o qədər komfortlu və xoşa gələndir ki, küçədə  nə sürətlə getmək ,nə küçəni kəsmək,  nə qaydanı pozmaq,  nə zibili tullamaq,   nə avtomobildən  siqaretin kötüyünü  atmaq, nə söymək,  nə küçədə dalaşmaq,  nə restoranda yüksəkdən danışmaq, nə bağırmaq,  nə sərxoş olmaq və nə də aranı qatmaq istəyirsən…

Bir neçə restoranı dolaşdım, hamı öz süfrəsinə “yerləşir”.  Başqasına tərəf səni çəkmir, heç kim səni  nə hündürdən söhbəti ilə,  nə yüksək  səsi ilə,  nə  bağırtısı ilə və illah da  qalmağalı ilə narahat etmir. Nəsə, düşündüm ki, tamam başqa aləmə düşmüşəm və hər dəfə belə olub.

Şəhərdə səhərdən  saat 6-dan  vurxunma başlayır. Hələ qaranlıqda sahmana salma işləri, yaşıllaşdırma, yaşıl örtüyün çəkilməsi başlayır ki, insan evdən çıxanda yolçuluq, istərsə də gəzinti ürək açan olsun.

 Nizama salınmış və rahat ictimai nəqliyyat, çoxlu mədəni yerlər. Şəhərin müxtəlif məhəllələrində bütün günü gəzsən, hamısı bir-birindən daha gözəl, sanki hamısı mərkəzi yerləri xatırladır. Həm qədimlilik, həm yenilik, qeyri-adi  çalarlar və memarlıq. Şəhər səni sakitləşdirir və xoş hala  gətirir.

Çox gözəl monumentlər ilə tərtib edilmiş parklar və bağçalar var ki, bir kimsənin də ona ziyan vurması, xarab etməsi, oğrurlaması  ağlına gəlmir . Oxucular üçün nədən bunun üzərində diqqəti yönəltdiyim  güman ki, aydındır.

Heç bir yerdə lazım olmayan yerdə, gözə çarpmaq üçün qoyulmuş  zibil bunkerlərini görə bilməzsiniz, illah da ki, pişiklərin eşələndiyi zibil dolu bunkerləri.Küçədə sahibsiz, salaxana heyvanları görə  bilməzsiniz. Yardım istəyən, əl açan insanları görə bilməzsiniz.

Orda, qonağa yüksək səviyyədə hörmət-izzət göstərilməsini bilirlər,  qonağı hədsiz dərəcədə razı halda yola salmaq üçün hər şeyi edirlər. Qonağın zövq alması üçün hər şey edirlər. Güman ki, bütün bunlara görə onlar olduqları yerdə vardırlar.

P.S.  Bakıda qazandığım iki dostu xüsusilə qeyd etməyə bilmərəm- Qeyri-adi, hədsiz dərəcədə savadlı tələbə, Məhəmməd Rəcəbli və  qonaq-ev sahibi ideyalı – Cavid. Bakını mən sevdim və bu, məhz elə bu insanların xidmətidir.

Eka Qulua

“Mediyasentri Mtavari” üçün Bakıdan xüsusi olaraq. 

მსგავსი თემები