თბილისის 320-ვე ბიბლიოთეკარი სამსახურს შეინარჩუნებს

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იგეგმება თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკების მშენებლობა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები არის.   

სოფიო ხუნწარიას განმარტებით, რეფორმის ფარგლებში, 320-ვე ბიბლიოთეკარი შეინარჩუნებს სამსახურს. დაიწყება წიგნის საცავების მოწესრიგება, ხოლო მოგვიანებით ბიბლიოთეკების სარემონტო სამუშაოები.

მისივე თქმით, საუბარი მიდის წიგნადი ფონდების შევსებაზე. “მიუხედავად იმისა, რომ მედიათეკები მულტიფუნქციურია და მულტიმედიურია, წიგნი არის მთავარი და ჩვენი პრიორიტეტია მკითხველთა რაოდენობა გავზარდოთ“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

მსგავსი თემები