2018 წელი გამორჩეული იყო ქართული სპორტის ისტორიაში – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 2018 წელი იყო ერთ-ერთი გამორჩეული, დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში. ამ დრომდე სპორტსმენებმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში 827 მედალი მოიპოვეს – 318 ოქრო, 244 ვერცხლი და 265 ბრინჯაო.

მისივე თქმით, ​საერთაშორისო არენაზე მოპოვებული გამარჯვებები და ოქროს მედლები არის საუკეთესო პასუხი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სპორტში დახარჯულ ფულს გადაყრილად მიიჩნევენ.

“ჩვენ დღეს ვისმენთ რიგი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ თურმე სპორტში დახარჯული ფული გადაყრილი ფულია, რასაც ნამდვილად ვერ ვეთანხმები. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ეს დამოკიდებულება. ეს გამარჯვებები, ეს ოქროს მედლები არის საუკეთესო პასუხი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართული სპორტს მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა იყოს შესაბამისი, რათა სპორტის სხვადასხვა სახეობა განვითარდეს. ამის გარეშე შეუძლებელია ვიფიქროთ წინსვლასა და წარმატებებზე. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ამ მიმართულებით”, – აცხადებს კახა კალაძე.

 

მსგავსი თემები