,,კრემლის წიგნიდან ამონაწერს მაგონებს” – კელი დეგნანი “ხალხის ძალაზე”

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მოძრაობა ”ხალხის ძალის” განცხადებები  კრემლის სახელმძღვანელოს ნარატივს აგონებს. ელჩის თქმით, მისთვის დამაბნეველია, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მიმართ.

,,ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმწიფო წიგნიდან ამონაწერს, იმიტომ, რომ ეს არ შედის საქართველოს ინტერსებში. მე, ჩემი პირადი გამოცდილებიდან რაც მინახავს საქართველოში, უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ არასამთავრობოები და სამოქალაქო საზოგადოება. ჩემთვის ძალიან დამაბნეველია ის ფაქტი, რომ ასეთი დამოკიდებულებაა სამოქააქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ, იმიტომ, რომ ბევრმა მმართველმა პარტიის წევრმა საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორში დაიწყეს,”- განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები