ოკუპირებულ აფხაზეთში მაღაზიებიდან ამოიღეს პროდუქცია, რომელზეც საქართველოს დროშა იყო გამოსახული

ოკუპირებულ აფხაზეთში  ე.წ. პროკურატურის თანამშრომლებმა გუდაუთის, გაგრის, სოხუმისა და სხვა ქალაქების მაღაზიებში გამოავლინეს პროდუქცია, რომელზეც საქართველო გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში იყო გამოსახული.

დე ფაქტო „უწყების“ ინფორმაციით, მაღაზიებში აღმოაჩინეს 74 ქილა „ხაშის“ კონსერვი,  11 ბოთლი ქართული მინერალური წყალი – „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და „საირმე“.

ე.წ. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ხსენებული პროდუქცია აფხაზეთში ინდივიდუალურ მეწარმეებს შეჰქონდათ და მათი უმეტესობა რუსეთშია წარმოებული. აფხაზეთის ე.წ. სასურსათო ზედამხედველობის სამსახურმა ხსენებული პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღო. მათი მტკიცებით, დაირღვა „აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობა“ და ინდმეწარმეებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.

ამასთან,  ოჩამჩირის სკოლა-ინტერნატში მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი „ატლასი“ აღმოაჩინეს, რომლის ყდის წინა მხარეს საქართველოს დროშაა გამოსახული.

მსგავსი თემები