,,უკრაინას სჭირდება გენერატორები, 1 თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია”- კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით,  უკრაინას ენერგეტიკული და ელექტრომომარაგების სისტემის აღდგენაში დახმარება სჭირდება.

მისი თქმით, ერთი თვის წინ საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

,,უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში – გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, – კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში – მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით და სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, – განაცხადა კასიანოვმა.

მსგავსი თემები