„რეფერენდუმის“ შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში გადადის

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმი 2 დღეში დასრულდება. კითხვაზე: გსურთ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ ტერიტორიებზე რუსეთი პასუხისმგებლობას ოფიციალურად იღებს.

როგორც რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი განმარტავს,  ოთხივე რეგიონში „რეფერენდუმი“ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„რეფერენდუმების დასრულების შემდეგ, რუსეთი, რა თქმა უნდა, პატივს სცემს ამ ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, რომლებიც დიდი ხანია, ნეო ნაცისტური რეჟიმის ზეწოლის ქვეშ არიან. რუსეთის ფედერაციის ყველა კანონი, დოქტრინა, კონცეფცია და სტრატეგია ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე“, – აცხადებს სერგეი ლავროვი.

 

მსგავსი თემები