„უკრაინა არ დანებდება“ – დმიტრო კულება

„ბირთვულ შანტაჟთან“ დაკავშირებით, უკრაინის საგარეო მინისტრი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რო, უკრაინა არ დანებდება.

„პუტინისა და ლავროვის უპასუხისმგებლო განცხადებები ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად მიუღებელია… უკრაინა არ დანებდება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ბირთვულ სახელმწიფოს, ხმა აიმაღლონ და აუხსნან რუსეთს, რომ ასეთი რიტორიკა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს და არ შევეგუებით” , – აცხადებს დმიტრო კულება.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, თუ საჭირო გახდება და რუსეთს საფრთხე დაემუქრება, ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებენ და სხვა ყველა იარაღს, რაც დასჭირდებათ.

მსგავსი თემები