„სამუდამოდ უნდა შევიდეს იმ არსებათა სიაში, ვისაც ხელს არ ართმევენ”, – მედვედევი ბორელზე

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ჯოზეფ ბორელს ხელი არავინ უნდა ჩამოართვას.

„ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი „ფაშისტური რუსეთის შესახებ“ სიტყვების შემდეგ, სამუდამოდ უნდა შევიდეს იმ ადამიანების სიაში, ვისაც ხელს არ ართმევენ. მე არ დავუბრუნდებოდი ევროკავშირის კომისრის ამ ამაზრზენ განცხადებას, მაგრამ იძულებული ვარ, სპეციალურად გავუსვა ხაზი, რომ ასეთი რამეების დავიწყება არავისთვის და არასდროს შეიძლება. ეს მაღალჩინოსანი სამუდამოდ უნდა შევიდეს იმ არსებათა სიაში, ვისაც ხელს არ ართმევენ”, – აცხადებს მედვედევი.

შეგახსენებთ, რომ ჯოზეფ ბორელის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ ევროკომისრის ფრაზა ესპანურად არასწორად ითარგმნა და ბორელს  „ფაშისტური რუსეთი“ არც უხსენებია.

 

მსგავსი თემები