,,საქართველომ აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად”- ასოცირების საბჭო

,,ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან,”- ამის შესახებ საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად.

,,ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად,”- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს – (mcm.ge)

მსგავსი თემები