„ოპონენტების პოპულისტური მოსაზრება, თითქოს, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა აუცილებლობით არის ნაკარნახევი, სინამდვილეს არ შეეფერება”- სარჯველაძე

,,ჩამოსული ექსპერტი დადებს დასკვნას და დასკვნა როგორიც იქნება, იმის მიხედვით დაიგეგმება სააკაშვილთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპები,” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა  ისეთი დასკვნა დაიდოს, რომელმაც ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობის გადახედვა განაპირობოს.

„ოპონენტების პოპულისტური მოსაზრება, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა აუცილებლობით არის ნაკარნახევი, სინამდვილეს არ შეეფერება. ამ დრომდე არსებული არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ სააკაშვილს რაიმე ისეთი სამკურნალო პროცედურა ესაჭიროება, რაც საქართველოში ხელმიუწვდომელია და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ უცხოეთში. სამართლებრივად არგუმენტი არ არის წარმოდგენილი, რომ სააკაშვილს სასჯელი უნდა გადაუვადდეს, ან გათავისუფლდეს. ჩამოსული ექსპერტი დადებს დასკვნას და დასკვნა როგორიც იქნება, იმის მიხედვით დაიგეგმება მომდევნო ეტაპები. არ მგონია, ისეთი დასკვნა დაიდოს, რომელმაც ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობის გადახედვა განაპირობოს. პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც სააკაშვილის თავისუფლება და სასჯელის აცდენა მნიშვნელოვანია, გააფთრებით ცდილობს, რომ ხელოვნურად შექმნას არარსებული არგუმენტები მის გასათავისუფლებად. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მათი მხრიდან ნებისმიერი ხერხის გამოყენებაა მოსალოდნელია, მათ შორის ექსპერტის ჩამოყვანა და იმ კითხვების დასმა, რომელზეც შესაძლებელია მათთვის სასურველი პასუხი გააჩინონ, თუმცა სადაც არ არსებობს მიზეზი, ამის ხელოვნურად დასაბუთების შექმნაზე მუშაობა არ მგონია პერსპექტიული იყოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

,,ექსპერტმა პასუხი უნდა გასცეს ორ მთავარ კითხვას – არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში” – ადვოკატი

მსგავსი თემები