ჩრდილოეთში რუსი სამხედროების ძალებს ზრდას ნატო სტრატეგიულ გამოწვევად მიიჩნევს

ჩრდილოეთის მიმართულებით, არქტიკაში, რუსეთის სამხედრო ძალებს აქტიურად აძლიერებს. აღნიშნულს ნატოს გენერალური მდივანი ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთის ქმედება ალიანსისთვის გამოწვევაა.

იენს სტოლტენბერგის შეფასებით,  არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა. აღნიშნულ საკითხზე სტოლტენბერგმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ისაუბრა.

„უფრო და  მნიშვნელოვანია კანადისა და მთლიანად ნატო-სთვის უკიდურესი ჩრდილოეთი, რადგანაც, ჩვენ ვხედავთ რუსული სამხედრო ძალის სერიოზულ ზრდას. ეს ეხება ახალი სამხედრო ბაზებსა და  სისტემურ შეიარაღებას“, – აცხადებს იენს სტოლტენბრგი.

ჯასტინ ტრუდომ კი აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში რუსეთი ყველა მიმართულებით შეშფოთებას იწვევს. ამიტომ, აცხადებს, რომ საკითხი ნატოსთან უნდა იყოს განხილული.

მსგავსი თემები