ნიღბიანმა პოლიციელებმა პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლეს

ამ წუთებში, პარლამენტის შენობასთან ისევ დაძაბულობა და დაპირისპირებაა. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება პარლამენტის არაერთ პერიმეტრზე ხდება.

ადგილზე მობილიზებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. მათ პარლამენტის ორივე შესასვლელი გაათავისუფლეს და აქციის მონაწილეები გაიყვანეს.

აქციის მონაწილეები „მონებო…“ „მონებო“… „რუსებო“… „წადით“ იძახიან.

დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

მსგავსი თემები