თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დიდი რაოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს.

საბაჟო გამშვებ პუნქტებში, „თბილისის აეროპორტი“ და „ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის, ყირგიზეთისა და ისრაელის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში 301 430 აშშ დოლარი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 835 467 877 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით, (თანხის 10%-ის ოდენობა) 83 546,78 ლარით დაჯარიმდნენ.

მსგავსი თემები