,,უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს”- ელჩი ,,ოცნებიდან” წასულების განცხადებაზე

,,ბრალდებები, რომლებიც მათ ბოლო დროს გააკეთეს აშშ-ისა და სხვების მიმართ, არის უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს,”- ასე შეაფასა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა  „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების, „ხალხის ძალის“ წევრების მიერ გავრცელებული განცხადება.

ელჩის თქმით, ნებისმიერი ბრალდება, რომლითაც  პასუხისმგებლობას პოლარიზაციაზე აკისრებენ დასავლეთს, არის გადაბრალების მცდელობა დასავლელ პარტნიორებზე.

,,რაც შეეხება ამ ჯგუფს, არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, აშშ საქართველოს ბევრი წელია, ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეს ასევე მოიცავს მრავალფეროვან პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, რამდენად განსხვავებულები არიან მთავრობისგან. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ბრალდებები, რომლებიც მათ ბოლო დროს გააკეთეს აშშ-ისა და სხვების მიმართ, არის უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამერიკა მუშაობს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკური სპექტრის ირგვლივ. ასე შეგვიძლია, ჩვენ უკეთესად დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ეკონომიკის გაძლიერებაში. ამას ვაკეთებთ ქართველ პარტნიორებთან 30 წელია და ამის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლებშიც,”- აღნიშნა ელჩმა.

,,აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა მიმართულია ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ”- ,,ოცნებიდან” წასულები – (mcm.ge)

მსგავსი თემები