გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული ერთი კვირის (07.08- 14.08) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ  ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 12 766 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 16.58%.

 

მსგავსი თემები