,,მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა კორონავირუსის შემთხვევების პიკი იყოს”- ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” არსებულ  ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა შემთხვევების პიკი იყოს.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო  და შესაბამისად მოსალოდნელია, აგვისტოს ბოლოს ვირუსის შემთხვევები შემცირდეს.

კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ივნისთან შედარებით შემცირებულია. თუ გადავხედავთ ევროპის ქვეყნების სტატისტიკას, ეს ტალღა, შეგვიძლია შევაფასოთ როგორც „მეშვიდე ტალღა“, რომელიც ორი თვის განმავლობაში გრძელდება. თუ ჩავთვლით, რომ შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს შემთხვევები შემცირდეს. ვფიქრობთ, მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა შემთხვევების პიკი იყოს. შემდეგ უკვე აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს. ბოლო სამი კვირა ტემპი შემცირებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, გაზაფხულთან შედარებით ეს ციფრი მაღალია.

ჯანმო ოქტომბერ-ნოემბერს განიხილავს, როგორც კორონავირუსის მატების შესაძლო პერიოდს. ამის უკან დგას იმუნიტეტის შემცირება. სექტემბერში შემთხვევების მატება არ უნდა იყოს. წინ გვაქვს შემოდგომა და ზამთარი, როდესაც პროგნოზირებადია შემთხვევების მატება,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

კორონავირუსის მეშვიდე ტალღა – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში” – (mcm.ge)

მსგავსი თემები